არასდროს პირადად არ შემიწუხებიხართ, გევედრებით, რამიმართვას ავრცელებს უგულავა

Categories: კატეგორიის გარეშე

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს მი­მარ­თავს. უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ზე” წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სთხოვს პატ­რი­არ­ქს, რომ მო­უ­წო­დოს მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში.

რო­გორც უგუ­ლა­ვა წერს, ქვე­ყა­ნა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავად თუ კარ­გად, ექი­მებ­თან ერ­თად, უმკლავ­დე­ბა ვირუსს, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შერ­ყე­ვის ში­შით “ისი­ნი ვერ გე­ტყვი­ან სი­მარ­თლეს. სი­მარ­თლეს უმე­ტე­სო­ბა არც სი­ნოდ­ში გე­ტყვით, სამ­წუ­ხა­როდ.”

“თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია – ეს იყო თქვე­ნი სი­ტყვე­ბი წლე­ბის წინ, 1989 წლის 9 აპ­რილს და სა­შიშ­რო­ე­ბა მარ­თლაც რე­ა­ლუ­რი იყო. სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია დღეს და თქვენს სი­ტყვებს ექ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით ცი­ხი­დან. თქვენ მე პრაქ­ტი­კუ­ლად ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობთ, არას­დროს პი­რად სა­კი­თხზე არ შე­მი­წუ­ხე­ბი­ხართ. არც მა­შინ როცა თქვე­ნი მო­წა­ფე ვი­ყა­ვი, არც მა­შინ როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მქონ­და და არც ახლა როცა ცი­ხე­ში ვარ. არც პირ­ფე­რო­ბა მჩვე­ვია და ბევ­რი მწა­რე სი­ტყვე­ბი მით­ქვამს. ამას ახლა არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

გე­ვედ­რე­ბით შე­ა­ჩე­რეთ ეს კა­ტას­ტრო­ფა, სა­შიშ­რო­ე­ბა მარ­თლაც რე­ა­ლუ­რია, მო­უ­წო­დეთ მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში, ილო­ცოს სახ­ლში, სჯობს და­ინ­თოს ასი ათა­სი სან­თე­ლი ეკ­ლე­სი­ებ­ში, ნაც­ვლად ასი ათა­სი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბი­სა. ნუ გავ­წი­რავთ მათ სნე­უ­ლე­ბის­თვის. დღეს ეს თქვენს ხელ­შია.

ქვე­ყა­ნა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავად თუ კარ­გად, ექი­მებ­თან ერ­თად, უმკლავ­დე­ბა ვირუსს, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შერ­ყე­ვის ში­შით ისი­ნი ვერ გე­ტყვი­ან სი­მარ­თლეს. სი­მარ­თლეს უმე­ტე­სო­ბა არც სი­ნოდ­ში გე­ტყვით, სამ­წუ­ხა­როდ.

სი­მარ­თლე კი ისაა, რომ ქვე­ყა­ნა ახლა შე­დის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კრი­ზი­სულ ფა­ზა­ში. ეს ემ­თხვე­ვა წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდს. წინ ხა­რე­ბა, ბზო­ბა, შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა და ბო­ლოს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მაა. მო­უ­წო­დეთ მრევლს დარ­ჩნენ სახ­ლში.

ნუ და­ვან­თებთ აპო­კა­ლიპ­ტურ ცე­ცხლს სა­აღ­დგო­მოდ. დიახ, სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია და მეც­ნი­ე­რე­ბას ჯიბრში არ უნდა ჩა­ვუდ­გეთ.
ვე­რა­ნა­ი­რი სქო­სას­ტი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი ვერ შეც­ვლის იმ ფაქტს, რომ დღე­ი­დან აღ­დგო­მამ­დე სწო­რედ ჩვენ ტაძ­რე­ბი შე­საძ­ლოა გახ­დეს მთა­ვა­რი რის­კის არე­ა­ლი.
ამან შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. თქვენ გვას­წავ­ლი­დით, რომ ადა­მი­ა­ნია ღვთის სახ­ლი. ვერ­ცერ­თი დი­ა­დი ტაძ­რის გუმ­ბა­თი, ვერ მივა თუნ­დაც ცოდ­ვე­ბით დამ­ძი­მე­ბულ ღვთის ქმნი­ლე­ბა­თა გვირ­გვინ­თან – ადა­მი­ან­თან.

ნუ გა­და­ვაქ­ცევთ ეკ­ლე­სი­ებს სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის კე­რად. არ მივ­ცეთ ამ­პარ­ტავ­ნე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლა სათ­ნო­ე­ბა შთან­თქას.ყო­ველ დღეს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ყო­ველ სა­ათს. დამ­ნა­შა­ვე­თა ძი­ე­ბას აზრი აღარ ექ­ნე­ბა. დღეს თქვენ სი­ტყვას შე­უძ­ლია ადა­მი­ან­თა გა­დარ­ჩე­ნაც და მათი საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბაც.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია და პი­რა­დად თქვენ, იე­სოს მსგავ­სად ტაძ­რის გუმ­ბათ­ზეა და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეშ­მაკს სწორ პა­სუხს გავ­ცემთ – ნათ­ქვა­მია: არ გა­მოს­ცა­დო უფა­ლი ღმერ­თი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მო­უ­წო­დოთ მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში.”მო­დით, ჩემო ხალ­ხო, შე­დით თქვენს ოთა­ხებ­ში და გა­მო­ი­კე­ტეთ კარი, მცი­რე ხნით შე­ა­ფა­რეთ თავი, ვიდ­რე რის­ხვა გა­და­ივ­ლი­დეს”.

პა­ტი­მა­რი გიგი უგუ­ლა­ვა”, – წერს “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.