სასწრაფო გაფრთხილება მსოფლიოს, ჯანდაცვის ორგანიზაცია…

Categories: კატეგორიის გარეშე

ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება, მეორე შესაძლებლობა ხელიდან აღარ უნდა გავუშვათ“, – მორიგი მოწოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა და პლანეტის მოსახლეობას ვირუსთან ბრძოლისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ორგანიაზაციის დირექტორის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კარანტინი გამოაცხადეს, ეს დრო ვირუსის დასამარცხებლად უნდა გამოიყენონ. ასევე მნიშვნელოვანია, სისტემების შემუშავება ყველა საეჭვო შემთხვევის გამოსავლენად და ტესტირების ხელმისაწვდომობა.

„სახლში დარჩენის თხოვნითა და მოსახლეობის ჩაკეტვით ჩვენ ვიგებთ დროს და ვამცირებთ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე, თუმცა თავისით ეს ზომები ეპიდემიას ვერ აღმოფხვრის. შესაძლებლობის მეორე ფანჯარა გაჩნდა, ახლა მთავარი კითხვაა. როგორ გამოვიყენებთ მას? ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა, ორი თვეა ვაცხადებთ, რომ ეს ვირუსი ხალხის ნომერი პირველი მტერია. ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება და მოქმედების დრო ერთი, ან ორი თვის წინ იყო. ვფიქრობ, ჩვენ გავუშვით პირველი შანსი, თუმცა დღეს გაფრთხილებთ, რომ აღარ უნდა გავუშვათ ხელიდან მეორე შესაძლებლობა“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი